ზუგდიდში, შოთა ხუბულავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ადგილზე დაღუპული მამაკაცი, 35 წლის მოპედის მძღოლი გიორგი ჭითანავაა – ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი” ავრცელებს. იგი ოჯახთან ერთად იქვე ახლოს, ბარამიას ორ ნომერში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.