საქართველოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. 3 აჭარაში, ხოლო ერთი მცხეთაში გარდაიცვალა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი 68 წლის კაცია, რომელსაც პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
64 წლის ქალს კი სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დიაბეტი აღენიშნებოდა. მესამე გარდაცვლილი 84 წლის კაცია. მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი.
მეოთხე პაციენტი მცხეთაში გარდაიცვალა. 67 წლის ქალი ონკოლოგიური პაციენტი იყო.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9248 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.