“
რუსიკო ექიმო,როგორ მჯეროდა რომ ამ ვირუს დაამარცხებდით
მემახსოვრებით როგორც თბილი ,კეთილი და საოცრად კარგი ადამიანი
” – გვანცა გაბუნია
ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა. რუსუდან ჯიქიას სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებია.
“ჩვენი დიდი მეგობრობის და სიყვარულის აღსანიშნავად მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდით იქნები..ასეთი დაუნდობელია ცხოვრება კეთილი და საუკეთესო ადამიანებისთვის და არც შენ იყავი გამონაკლისი.. ამ წლის საშინელი დასასრული რომელიც გაგრძელდება დიდხანს ჩვენს გულებში..მიყვარხარ ჩემო ბუთქუნა კარგო ქალო, არაჩვეულებრივო დედა!შენი ვარსლვლავი სულ ინათებს ცაზე…” – წერს ფეისბუკზე თამრიკიო ჩინჩალაძე
ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვის თქმა,თანაგრძნობის გამოხატვა,მაგრამ მაინც უნდა გითხრათ.ოჯახის ბურჯი წაიქცა,როიმელმაც მთელი სიცოცხლე თქვენთვის იარსება.გაუძელით,ანუგეშეთ ქალბატონი ნაილი,გაუფრთხილდით ერთმანეთს,გაძლიერდით და ილოცეთ რუსოსთვის.ის მუდამ თქვენთან იქნება და იქედანაც არ მოგაკლებთ მფარველობას.ღმერთმა გაანათლოს რუსოს სული. – წერს მანანა ბრეგაძე
რუსუდან ჯიქიას კოვიდ 19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა. ექიმი ქუთაისის #2 ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.