ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი 28 წლის ირაკლი აბლოთია. „პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, ავტომობილში ორნი ისხდნენ. ერთი გადარჩა, მისი გამოყვანა დამტვრეული ავტომობილიდან მაშველებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ მოახერხეს. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ ჭუბურხინჯის საავტომობილო გზაზე მოხდა. მეორე გადარჩენილ მგზავრს აფხაზური მილიცია დაკითხვაზე გადაიყვანს
13 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. დღისით,...










