ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო. ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ახლობლები ამბობენ მამაკაცმა ცურვა არ იცოდა.
გარდაცვლილი გიორგი მამულაშვილია. მის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს.
შემთხვევა მდინარე კინტრიშის და მდინარე აჭყვას შორის არსებულ პლაჟზე მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა დასასვენებლად ქობულეთში კახეთიდან ჩამოვიდა.
შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფებოდა. პროცესში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ხმელეთზე ეძებდნენ ხალხოო 40 წუთი – ზღვაში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო