“კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე საათის წინ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ბიზნესმენი განმუხურში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით დაესხა თავს.
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული უკვე ინდეტიფიცირებულია. ამ წუთებში, ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიური დაკითხვები მიმდინარეობს.
ვლადიმერ ვახანია ბიზნესსაქმიანობას, ძირითადად, რუსეთში ეწეოდა. ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ვახანია წარსულში ზუგდიდის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა.