იაპონელი დები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ტყუპად დასახელდნენ. მათი ასაკი 107 წელი და 300 დღეა, – იტყობინება BBC . დები 1913 წლის 5 ნოემბერს დაიბადნენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ნომინაციაში, მსოფლიო რეკორდს აქამდეც იაპონელი ტყუპი და ამყარებდა. გარდა ამისა, ამ დრომდე, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ასევე იაპონელი, 118 წლის ქალია.