თინა, თამარა და მანანაკორონავირუსისგავრცელების რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. სამივე მათგანიხანშიშესულია, ამის გარდა, მათკოვიდსტატუსიაერთიანებთ – ვირუსი რთულად, თუმცა მაინც დაამარცხეს.
თამარა ყიფიანი 90 წლისაა. 8 შვილიშვილისა და 10 შვილთაშვილის ბებიამ 25 დღიანი მკურნალობის შემდეგ, ბათუმის საავადმყოფო დატოვა და სახლში, ახალციხეში დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაინფიცირებიდან რამდენიმე დღეში დამძიმდა, მას სუნთქვის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურა აწუხებდა.
„მშრალი ხველით და 38-მდე სიცხით დამეწყო. კლინიკაში ყოფნისას ოთხი დღე კარგად ვიყავი, მერე დავმძიმდი. გემო არ მქონდა. არაფრი მტკიოდა, მაგრამ ვკვნესოდი. ყოველ დღე გადასხმები, ჟანგბადის გაზომვა“.
დიაბეტია მიზეზი, რის გამოც მანანა თაბუნიძეს რეანიმაციაში ყოფნა მოუწია. მის შემთხვევაში კორონავირუსი რთულ ფორმებში მიმდინარეობდა. 20-დღიანი ბრძოლის შემდეგ, პენსიონერმა ქალმა COVID 19 დაამარცხა და კლინიკიდან გაეწერა.
„შაქრიანმა დიაბეტმა გამირთულა, ფილტვების ანთება მქონდა. ძალიან ცუდად ვიყავი, გადასხმები, წამლები, რეანიმაციაში რომ წევს ადამიანი, როგორ გადაიტანდა ის? ძალიან რთულად. კიდევ ვუფრთხილდები ჩემს თავსაც და სხვებსაც. გადატანილი მაქვს, მაგრამ პირბადით დავდივარ და არავისთან მივდივარ“.
მცდელობის მიუხედავად, COVID 19-ით ინფიცირება თავიდან ვერ აირიდა 87 წლის თინა ჭელიძემ. ვირუსის სიმპტომები ოფლიანობით, ტემპერატურის მატებითა და სისუსტით დაეწყო. კორონავირუსით ინფიცირება მხოლოდ მეორედ ჩატარებული გამოკვლევით დაუდგინდა. პაციენტი კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მან კორონავირუსი უკვე დაამარცხა.
„სიცხით დამეწყო, შემდეგ ოფლიანობა და სისუსტე. ვერ ვდგებოდი, ამიტომ განმეორებით გავიკეთე ტესტი. დადებითი მოვიდა და გადამიყვანეს კლინიკაში. ექიმებმა არაფერი დამაკლეს, ჩემს ასაკს უყურებდნენ, ეშინოდათ. 10 დღე მძიმედ ვიყავი, ძალიან დავსუსტდი. ბევრი იარეთ, მიჭირდა მაგრამ ვცდილობდი სულ მემოძრავა. გემოს და სუნს ახლაც ვერ ვგრძნობ, დიეტას ვიცავ მკაცრად“.
ხანშიშესულ პირებთან, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ, ვირუსი რთულ ფორმებში მიმდინარეობს. რაც უფრო მეტი ქრონიკული დაავადება აქვს პაციენტს, მით უფრო იზრდება გართულებების განვითარების რისკები. სწორედ ამიტომ კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, მოხუცებისთვის პირველი რეკომენდაცია, სახლში დარჩენა და ხალხისგან იზოლაციაა.
წყარო: Primetime.ge