გუბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ზინიკო მოსეშვილმა “ხონის ეტალონი მოსწავლე” გახდა. მან კონკურსში 82 ქულა დააგროვა.
ხონის ეტალონის მეორე ადგილის მფლობელი სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზა ბობოხიძე 78 ქულით გახდა.
მესამე ადგილზე კი სოფელ გორდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ანი სულაბერიძე 75 ქულით მოიპოვა.
„ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ზინიკო მოსეშვილი საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ხონის კულტურის ცენტრში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,, ეტალონი,, 27 ნოემბერს გაიმართა. მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ხონის ეტალონ მოსწავლეს“ მიხეილ ფურელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ხონის N3 საჯარო სკოლასაც გადაეცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ხონის სხვადასხვა საჯარო სკოლის 70-მდე მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულებს მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს იურიდიული კომისიის ხელმძღვანელმა ალეკო ვეკუამ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები.