ქუთაისში ხელოვანებმა აქცია გამართეს. მათ ქუთაისის მერიის კულტურის სამსასახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს . აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი ვარდანიძის თქმით ის უკვე იყო ადგილობრივ თვითმმართველობაში და ნომერიც დატოვა რათა დაკავშირებოდნენ თუმცა ტყუილად. მოგვინებით აქციის მონაწილეებს მერიაში უხმეს და როგორც ჩვენთან საუბრისას განმარტეს ადგილობრივ თვითმმართველობაში პროექტის შეტანა შესთავაზეს, რაც დაფინანსდება და თავის თავში სხვადსხვა კულტურულ აქტივობას მოისაზრებს. სამშაბათს ან ოთხშაბათს კვლავ ვესტუმრებით მერიას, განაცხადა გიორგი ვარდანიძემ
ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა
"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.









