პოლიტიკური პროგნოზების პარალელურად არანაკლებ აქტუალურია დღეს ამინდის პროგნოზი. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი იყო, ვრცელება უამრავი ფოტო, თუ ვიდეორგოლი, რაც ქარის გამო მიღებულ დაზიანებებს ასახავს.
ერთ-ერთი ასეთია „ჩემი ქალაქი მკლავს“-ის გვერდზე გავრცელებული ვიდეოც, სადაც კადრებში ასახულია, თუ როგორ გარბის მოზარდი შინისკენ, რომელიც ქარმა გაიტაცა და წააქცია.
შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ქარი საქართველოს ტერიტორიაზე ხვალაც იქნება.