„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს! ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა. ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას. ეს არის ჩვენი განწმენდა. მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში ქართველმა ხალხმაო ვაჟკაცურად მიიღოო ეს განსაცდელი. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა. უფალმა ძალა მოგცეთ, უფალმა გაკურთხოთ თქვენ“, – ბრძანა პატრიარქმა.
“მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას” – ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...








