ხონის №3 საჯარო სკოლის პედაგოგს ვერა ხობუას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
ვერა ხობუას 2015 წელს ხონის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
წლების მანძილზე ხონის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი და ასევე, პედაგოგი იყო.
ამასთან ერთად, იგი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. არჩეული იყო ხონის საკრებულოს დეპუტატად.
დამსახურებულ პედაგოგს ახალი ტიტული ადგილობრივი ხელისუფლების და განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„ხონელი მასწავლებლები მიღწეული წარმატებებით ძალიან გვანებივრებენ, რაც სასიამოვნო და საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის. ვულოცავ ქალბატონ ვერას, მართლაც ღირსეულ მასწავლებელს და ყველასათვის ძვირფას ქალბატონს“- განაცხადა ლადო ჯურხაძემ
ფოტო მერიის პრესცენტრი