ექიმმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ტვ პირველთან“ ისაუბრა. ნევროლოგის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანმიმდევრულად მძიმდება.
ამასთან, ნევროლოგი ამბობს, რომ აუცილებელია მისი გაყვანა საზღვარგარეთ, რათა გამოცდილმა პერსონალმა უმკურნალოს.
„ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც მას გააჩნია თანდათანობით, ნელა და თანმიმდევრულად მძიმდება. იგი მოითხოვს მკურნალობას, ციხის პირობებში ეს შეუძლებელია – ველით გაუარესებას. დასკვნაში იქნება აღწერილი რა შეცდომები იქნა დაშვებული, ეს შეცდომები შესაძლოა, განმეორდეს ციხის პირობებში. საჭიროა „პური გამოაცხოს მეპურემ“ ანუ მას უმკურნალოს და მკურნალობის პროცესს უხელმძღვანელოს ისეთმა გამოცდილმა კოლექტივმა, სადაც ასეთი პაციენტებია თავმოყრილი. საქართველოში მსგავსი დაწესებულება არ გვეგულება“, – აცხადებს ოთარ თოიძე.