LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართული ფილმი ღვინის შესახებ, რომელმაც ჰოლივუდში გაიმარჯვა (+ვიდეო)

ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს – მეღვინეები განცხადებას ავრცელებენ

დაპოსტა 2021/07/15-ში
A A
258
ნახვა
გაზიარება

ქართველ მეღვინეთა მიმართვა

ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ, და დასავლური ინტეგრაციის სასარგებლოდ

 

საქართველოს მეღვინეები, ვინც ამ წერილს ვუერთდებით, მოგმართავთ ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი ღვინის მსმელებს, დამფასებლებსა და ჩვენი ცხოვრების წესის მცოდნე ხალხს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენი საქმიანობის ნიუანსების მცოდნე და თანამონაწილე ადამიანებს, პარტნიორებს, პროფესიონალებს, მოყვარულებს, ძველსა თუ ახალ თაობას. მოგმართავთ ადამიანები, რომლებიც ვაგრძელებთ, ვქმნით და წარმოვადგენთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრადიციას, მეღვინეობას, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და ქვეყნის სავიზიტო ბარათს.

ამ წერილის ხელმომწერთა უდიდესი ნაწილი ვართ მცირე მარნების მფლობელი მეღვინეები, ვისთვისაც, როცა ამ საქმეს ხელს ვკიდებდით, ძირითადი მიზანი არასოდეს ყოფილა ფულის კეთება. ამ საქმეს მივყვებით ჩვენი ქვეყნის, ტრადიციების სიყვარულით, სისხლში გამჯდარი ინტერესით მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ და იმის შეგნებით, რომ მნიშვნელოვან და დასაფასებელ როლს ვასრულებთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის განვითარების საქმეში, სადაც ჩვენს წილ აგურს პირნათლად ვდებთ.

საქართველოს აწმყოსა და მომავალს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვქმნით, ჩვენ ჩვენი სფეროების განვითარებითა და საუკეთესოდ წარმოჩინებით. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლოდ ჭირდება მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა და განვითარება, რომ შევქმნათ თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის აუცილებელი გრძელვადიანი პირობები. ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, შიდა დაძაბულობა ერთიანად გვაზარალებს როგორც მეღვინეებს, ისე ჩვენი ეკონომიკის თითოეულ სფეროს. პრობლემა იმდენად ჩვენს ჯიბეებზე ასახული ზარალი არ არის, რამდენადაც – თითოეული დარგის განვითარების შეფერხება, წლობით ნაშენები იმიჯის ჩამოშლა, ბაზრების დაკარგვა და ტურიზმის კვდომა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და კეთილდღეობაზე აისახება.

დასავლეთის ბაზრებზე გასვლა გადამწყვეტი იყო მეღვინეობის განვითარებისთვის. რუსული ბაზრებიდან იძულებითმა რეორიენტაციამ შესანიშნავი სამსახური გაუწია ჩვენი დარგის განვითარებას. დღეს ჩვენ არა მხოლოდ უფრო ძვირად ვყიდით ღვინოს, არამედ – ვაწარმოებთ გაცილებით უკეთეს პროდუქტს და მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს მსოფლიო ღვინის ოჯახში, საიდანაც ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ უსამართლოდ გაგვაქრეს. დღეს ჩვენ საქართველოს ეკონომიკის გაცილებით დიდ სეგმენტს ვკვებავთ, ვიდრე ეს შეგვეძლო 10-15-20 წლის წინ. ჩვენი დარგის განვითარება სისხლხორცეულად არის დამოკიდებული ჩვენს ღირებულებით და ბიზნეს კავშირებზე დასავლეთთან, რომელიც არის ცოდნის წყარო და იდეებითა და ახალი შემოქმედებითი იმპულსებით კვებავს საქართველოს მეღვინეობას.

როგორც ეკონომიკის, ისე ზოგადად საზოგადოების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში. თავისუფლება გადამწყვეტია ყველა ასპექტში – როგორც მორალური და ფილოსოფიური პრინციპი და როგორც განსაკუთრებული დინამიზმის მიმცემი საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსადმი. მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა, მშვიდობა, სოციალური კაპიტალი… არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც მოაქვს თავისუფლებას საზოგადოებისათვის. ქვეყნისთვის საშიში და პრინციპულად სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოს იმიჯი, დინამიურად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დასავლური ქვეყნიდან გადაიქცევა შინააშლილობის, შეუწყნარებლობის, ქაოსის, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგს, მძიმედ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ამ წერილს ხელს ვაწერთ იმ იმედით, რომ საზოგადოება ნახავს სხვა ანალოგიურ გამოხმაურებებს სხვადასხვა პროფესიული წრეების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტაგნაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ – უბრალო მოქალაქე.

ამ წერილზე ხელმოწერით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია საქართველოს განვითარება და თვითმყოფადობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლება, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა, სამოქალაქო მშვიდობის დაცვა და განუხრელი ინტეგრაცია დასავლეთთან, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ცივილიზაციური ადგილი. ჩვენ, საქართველოს მეღვინეები, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოველთვის ამ პრინციპების მიხედვით მივიღებთ პირად გადაწყვეტილებებს!

ხელს ვაწერთ:

1. ალეკო სარდანაშვილი. ალეკო სარდანაშვილის მარანი

2. ალეკო ცქიტიშვილი. “ჭორტაულის ვენახები”, ინდ.მეწარმე

3. ალექსი ციხელიშვილი, ციხელიშვილის მარანი, მეპატრონე

4. ანა ჭეიშვილი, ისტორიკოსი, კულტურული მემკვიდრეობის კურატორი

5. ანდრო ბარნოვი, ასოციაცია “ღვინის ოსტატები” დამფუძნებელი, მეღვინე

6. ანტონ ხეცურიანი, მარანი ხეცურიანი, მევენახე

7. არჩილ გუნიავა, არჩილ გუნიავას მარანი

8. არჩილ კაპანაძე. მეღვინე

9. ბექა ლაჭყეპიანი. ,,ღვინის ოსტატები”. მეღვინე

10. ბექა ნასრაშვილი, ნასრაშვილების საოჯახო მეღვინეობა, დირექტორი/მეღვინე

11. გელა დანელია. შ.პ.ს. დანელია და კომპანია 1907, მფლობელი

12. გია ტოგონიძე, შპს ტოგონიძის ღვინო, მთავარი მეღვინე და დამფუძნებელი

13. გია ჩუბინიძე. მარანი “ნანუა”

14. გიორგი ბაბუნაშვილი, კორპორაცია ქართული ღვინო, კომერციული დირექტორი

15. გიორგი მალაციძე. თეძამი ვაინს, დამფუძნებელი

16. გიორგი მშვენიერაძე, მშვენიერაძის მეღვინეობა

17. გიორგი მხატვრიშვილი, მხატვრიშვილის მარანი, მეღვინე

18. გიორგი პაროშინი, დიგიმედა, დირექტორი

19. გიორგი ღვარძელაშვილი, “ღვარძელაშვილის მარანი”

20. დავით მოსულიშვილი, მეღვინეობა „დანო“

21. დავითი კაჭკაჭაშვილი, მეღვინეობა „ნუკრიანი“

22. დათა მგელაძე, არტიზანი, მეღვინე

23. დარია ხოლოდილინა, Wine Junkies, თანადამფუძნებელი

24. ზაზა ჯაყელი, შპს “ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები”, დამფუძნებელი

25. ზაურ ნაცვლიშვილი, მცირე მარანი “მზეტევანი”, დამფუძნებელი, მევენახე-მეღვინე

26. ზურაბ სადაღაშვილი, მეღვინე

27. ზურაბ ხვთისიაშვილი, შპს ხვთისია

28. თაკო ჟურული ჟუკა-სანოს მარანი მევენახე-მეღვინე

29. თამარ ბოჭორიძე, “როჭოს ვენახები”, გენ. დირექტორი

30. თამარ ერისთავი, ”ერისთავის ღვინო” მფლობელი

31. თორნიკე ლომთაძე, ლომთაძეების მარანი

32. თორნიკე ჩუბინიძე, მარანი ჩუბინი, დამფუძნებელი

33. იოსებ მუხიგული, კომპანია Mukhiguli 1770, დამფუძნებელი

34. კახი ფარეშიშვილი მცირე მარანი “კახის ღვინო”

35. მანანა ახვლედიანი შპს “მადამვაინი”, დამფუძნებელი

36. მარინა კურტანიძე ღვინო “მარინა”, მფლობელი

37. მეღვინეობა „ტევრი“

38. მიხეილ ჭონიშვილი “ჭონას მარანი”

39. ნიკა ვაჩეიშვილი, ნიკა ვაჩეიშვილის მარანი, მეღვინე

40. ნიკო თოთლაძე, 2 ქვევრი

41. ნინო ნადირაძე “Two sisters”

42. ნინო ჩიტოშვილი, მარანი „ჩიტოს ღვინო“, დამაარსებელი, მეღვინე

43. ნუკრი ქურდაძე, მევენახე მეღვინე

44. რეზი ცეცხლაძე. მეღვინე

45. სოფიო ნიქაბაძე – ღვინის ბლოგერი

46. ქეთო ნინიძე, საოჯახო მარანი “ოდა”

47. ქეთო ფუტურიძე, მეღვინე

48. შიო მაისურაძე, “არბოს მარანი”, მეღვინე

49. შორენა ბოჭორიშვილი, შპს ღვენახე, დამფუძნებელი

Georgian Winemakers Appeal

Against Homophobia and Violence, and for Western Integration

July 11, 2021

Georgian winemakers, who join their signatures to this letter, appeal to you all, our fellow citizens, connoisseurs of our wine, people who know our way of life, our friends, insiders of our world, partners, professionals, aspirant winemakers, old and new generation. We are people who keep, create and represent one of the most important traditions of our country, winemaking, as an important part of our national identity and the business card of Georgia.

Vast majority of the signatories to this letter are the owners of small wineries across country. We do this work primarily not as just business, but out of love to our country, our traditions, with natural interest in viticulture and winemaking, and with the belief that we make our fair input in the development of our homeland.

People of different professions, while progressing in their respective fields, create the present and the future of this country. It is vital interest of our society, of every its member, to have peace, economic growth and development, in order to create long-term conditions for the prosperity of our citizens. Any civil strife, intolerance of each other, internal tensions affect both winemakers and every single sector of our economy. The problem is not so much the damage to our pockets as the delay in the development of each sector, the collapse of the image built over the years, the loss of markets and the death of tourism, which will ultimately affect the pockets and well-being of our citizens.

Going to Western markets was decisive for the reinvention of winemaking in Georgia. Forced reorientation from Russian markets has done an excellent service to the development of our industry. Today, not only do we sell wine at a higher price, but we produce a much better product and firmly establish ourselves in the world wine family, from which we were unjustly exiled after the Bolshevik occupation. Today we feed a much larger segment of the Georgian economy than we could 10-15-20 years ago. The development of our field vitally depends on our value and business connections with the West, which is a source of knowledge and nourishes Georgian winemaking with ideas and new creative impulses.

The development of both the economy and society in general depends directly on the degree of freedom in the country. Freedom is crucial in all aspects – as a moral and philosophical principle and as giving special dynamism to any sphere of public life. Diversity, tolerance, peace, social capital … is an incomplete list of the benefits that freedom brings to a society. It is dangerous and in principle completely unacceptable when the image of Georgia, from a dynamically developing, very interesting Western-oriented country, turns into a symbol of internal disunity, intolerance, chaos, backwardness. It will eventually bury all sectors of our economy, severely hurting our society and state.

We are signing this letter in the hope that the public will see other similar responses from various professional circles. We believe that it is our duty as a part of the society, together with other professional groups, to openly declare our position and show that business and creative part of Georgian society strongly condemns homophobia, violence and anti-Western sentiments, which, unfortunately, are cultivated by the current government.

We believe that our greatest enemy is intolerance of minorities, which has had dire consequences in the past and threatens us only with destruction and stagnation in the future. We also believe that the state must strictly protect the constitutional rights of the citizens, and hold those accountable before the law, who reveals homophobia, intolerance, commits or calls for violence, regardless from who the violators represent: government, clergy, business, or any other sector of our society.

By signing this letter, we declare that the most precious thing for us is sovereignty and development of our country, the freedom of our citizens, provision of constitutional rights, protection of civil peace and the unwavering integration with the West, where historically we always belonged. We, Georgian winemakers, will always make personal decisions in the public arena according to these principles!

Signatories:

1. Aleko Sardanashvili, Sadranashvili Wine Cellar

2. Aleko Tskitishvili, “Tchortauli Vineyards”

3. Aleksi Tsikhelishvili, Tsikhelishvili Wine Cellar, owner

4. Ana Tcheishvili, Historian, Courator of Cultural Heritage

5. Andro Barnovi, Association “Wine Artisans”, founder, wine-maker

6. Anton Khetsuriani, Marani Khetsuriani, viticulturist

7. Archil Guniava, Archil Guniava Wine Cellar

8. Archil Kapanadze, wine-maker

9. Beka Lachkepiani, “wine artisans”, wine-maker

10. Beka Nasrashvili, Nasrashvili Family Winery, director, wine-maker

11. Daria Kholodilina, Wine Junkies, co-founder

12. Data Mgeladze, “Artisani”winery, wine-maker

13. David Katchkatchashvili, “Nukriani” winery, wine-maker

14. David Mosulishvili, “Dano” winery

15. Gela Danelia, LTD Danelia & Co 1907, owner

16. Gia Chubinidze, winery “NANUA”

17. Gia Togonidze, LTD Togonidze Wine, founder, wine-maker

18. Giorgi Babunashvili, corporation “Georgian Wine, commercial director

19. Giorgi Ghvardzelashvili, “Ghvardzelashvili Wine Cellar”

20. Giorgi Malatsidze, Tedzami Wines, founder

21. Giorgi Mkhatvrishvili, Mkhatvrishvili Wine Cellar, wine-maker

22. Giorgi Mshvenieradze, Mshvenieradze Winemaking

23. Giorgi Paroshin, LTD “Digimeda”, director

24. Ioseb Mukhiguli, “Mukhiguli 1770”, founder

25. Kakhi Pareshishvili, “Kakhis Ghvino” winery

26. Keto Ninidze, family wine-cellar “Oda”

27. Keto Puturidze, Keto Puturidze Wine, wine-maker

28. Manana Akhvlediani, LTD “Madamwine”, founer

29. Marina Kurtanidze, wine “Marina”, owner

30. Mikheil Tchonishvili, “Chona Winery”

31. Nika Vacheishvili, Nika Vacheishvili Wine Cellar, wine-maker

32. Niko Totladze, “2 Kvevri”

33. Nino Chitoshvili, cellar “Chitos Ghvino”, founder, wine-maker

34. Nino Nadiradze “Two Sisters”

35. Nukri Kurdadze, viticulturist, wine-maker

36. Rezi Tsetskhladze, wine-maker

37. Shio Maisuradze, “Arbos Marani”, wine-maker

38. Shorena Botchorishvili, LTD Ghvenakhe, founder, viticulturist

39. Sophio Nikabadze, wine blogger

40. Tako Zhuruli, Zhuka-Sano Wine, viticulturist, wine-maker

41. Tamar Botchoridze, “Rotcho Vineyards”, Director General

42. Tamar Eristavi, “Eristavi Wine”, owner

43. Tornike Chubinidze, “Chubini” wine cellar, founder, wine-maker

44. Tornike Lomtadze, Lomtadze Winery in Velistsikhe

45. Winery “Tevri”

46. Zaur Natsvlishvili, cellar “Mzetevani”, founder, viticulturist, wine-maker

47. Zaza Jakeli, LTD “Jakeli Organic Vineyards and Wines”, founder

48. Zurab Khvtisiashvili, LTD Khvtisia

49. Zurab Sadagashvili, Winemaker

გაზიარება103

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს ივლისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება, რადგანაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ წინ არაერთი საინტერესო ცვლილება ელოდება: ტყუპები ტყუპები 2025 წლის ივლისში მოტივაციისა და ენერგიის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის...

დაწვრილებითDetails

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, -...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა. ბიძგების...

დაწვრილებითDetails

ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ფულადი სანქციები იზრდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
“საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს”
მთავარი

იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება,...

დაწვრილებითDetails

ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ
მთავარი

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით...

დაწვრილებითDetails

” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI
მთავარი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც საქართველოში არსებული მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სავალალო მდგომარეობაა, რეპრესიული კანონების შემოღებისა და პრესაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე. IPI აცხადებს, რომ...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს...

დაწვრილებითDetails

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება
მთავარი

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში. მცირე ოდენობით კანაფის -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"