ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე, ბრალდებულების საბოლოო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.
სასამართლო სხდომა 25 აგვისტოს 09:30 საათზე გაიმართება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულების ოჯახის წევრები და მათთან ერთად საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი დაესწრება, რომელიც სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.