“ვაქცინების დიდი არჩევანი აქვს ჩვენს საზოგადოებას: “ასტრაზენეკა”, “სინოვაკი”, “სინოფარმა” და “ფაიზერი”. ცოტა გაუგებარია რატომ გახდა “ფაიზერი” მოდური და ტრენდული, როდესაც მშვენივრად მუშაობას “ასტრაზენეკა”-ს და” სინოვაკი”-ს და “სინოფარმი”-ს ვაქცინები.
ამავდროულად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ “ფაიზერს” აქვს მაღალი დამცველობითი ხარისხი ორი დოზის შემდგომ, “ასტრაზენეკასაც” ანალოგიურად მაღალი დამცველობითი ხარისხი აქვს, შედარებით მცირე დამცველობითი ხარისხი აქვს “სინოფარმსა” და “სინოვაკს”, მაგრამ ასევე 100 პროცენტით იცავს გართულებისგან , შესაბამისად ლეტალობისაგან, ასე რომ მე მინდა ჩვენს საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გაიკეთეთ ნებისმიერი ის ვაქცინა და ჩაიტარეთ კოვიდზე აცრა, რომელიც თქვენთვის ხემისაწვდომია”-გოჩა გიორგიძე