ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინის შესახებ ყველაზე გავრცელებული მითია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს.
მისი თქმით, აღნიშნული მითი დღეს დამსხვრეულია და ეს სრული კონსპირაციის ნაწილია.
“ვაქცინა იწვევს უშვილობას, ეს არის ძალიან გავრცელებული მითი და ყველაზე მგრძნობიარე. ანტივაქსერული ჯგუფები ამას ძალიან აქტიურად იყენებენ.
დღეისათვის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არც “ფაიზერის” ვაქცინას, არ ვლაპარაკობ “სინოვაკზე”, “სინოფარმზე” და სხვა ტიპის ვაქცინებზე, უშვილობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ და დღეს უკვე ორჯერ ვაქცინირებულ ადამიანებს ჰყავთ შვილი, არიან ორსულად, მამაკაცის განაყოფიერების ფუნქცია, სპერმის ფუნქცია არათუ გაუარესდა, 6 ადამიანს, რომლებსაც შვილოსნობის უნარი დაქვეითებული ჰქონდათ, ვაქცინაციის შემდეგ შვილოსნობის უნარი შეიძინეს.
პრაქტიკულად, ეს არის მითი, რომელიც დღესდღეობით დამსხვრეულია. ვაქცინა არ იწვევს უშვილობას და ეს არის სრული კონსპირაციის ნაწილი”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “ტვ პირველის” ეთერში.