ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილ მედდა მეგი ბაქრაძე საკუთარი სახლიდან უკვე გამოასვენეს და მას რამდენიმე წუთში სოფელ ენთელის სასაფლაოზე დაკრძალავენ – 27 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება.
ნათესავები ამბობენ, რომ კითხვას, შეიძლებოდა თუ არა ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილება, პასუხი უნდა გაეცეს. ოჯახი ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ენდობა. პროცესში ნათესავების მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ოჯახის ადვოკატის ვახო ბარამაშვილის განცხადებით, ახალციხის კლინიკა “იმედიდან” სამედიცინო ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია მიიღო, თუმცა მისივე თქმით, საქმეში არსებული დოკუმენტაცია არასრული იყო.
“ჩამოვედი აქ, რომ ადგილზე გავერკვე, რა და რა რაოდენობის დოკუმენტაცია არსებობს, რა საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული. მოლოდინი მაქვს გამოძიებისგან, რომ შეეცდებიან ელემენტარული, ერთმანეთთან იქონიონ კომუნიკაცია ახალციხის და თბილისის გამოძიებამ,” – აცხადებს ოჯახის ადვოკატი ვახო ბარამაშვილი.
rustavi2.ge










