დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება.
“ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელების შესახებ, რაც ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას. გამომდინარე იქიდან, რომ “ასტრაზენეკას” ფონზე გვერდითი მოვლენები არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა, მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით.
ვაქცინაციის პროცესი, ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება.
ექსპერტების რეკომენდაციით, ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.