,,ვარღვევ დუმილს…
რა გავიარეთ ზუსტად ბოლო ერთ თვეში…
როცა ნერვიულობისგან საფეთქლები გასკდომაზეა და ზოგჯერ რა იოლია არა?
ადამიანს არ შეუძლია დაინახოს გვერდიდან, ან საკუთარი თავი წარმოიდგინოს, სხვა ადამიანის ადგილას და ჩვენ ასე გულგრილობაში, უსიყვარულობაში ვკლავეთ ერთმანეთს.
ეს გულამომჯდარი ჩანაწერი არავის ეხება, (მაგრამ ამავე დროს ყველას გვეხება) რადგან სამყაროს მივხვდი, რომ არანაირი ვირუსი ებრძვის.
ადამიანები ვებრძვით ერთმანეთს და ვიმეტებთ სასიკვდილოდ.
…
სამი დღე და ცოტა მეტია ჩავედი ჩემს დედამთილთან, რომელსაც შვილი მოუკვდა. ფეხები რომ უკან გრჩება ის მომენტია.
ავიარე ის კიბეები სადაც ერთი თვის წინ ტრაგედია მოხდა, დიახ, ტრაგედია. ვისუნთქე ის ჰაერი, რომელსაც ყველა იმ კორპუსში მცხოვრები ადამიანები სუნთქავენ, ყველა ერთ ჰაერს ვსუნთქავთ, ყველანი ვსვამს იმ წყალს რომელიც ონკანში მოდის.
მიყვებოდა განადგურებული ჩუმი ხმით ყველაფერს და ვწერ მე:
მაგრამ როცა დედას 45 წლის შვილი იატაკზე უგონოდ დავარდნილი ხვდება ოთახში.
დედას რომელსაც სიმსივნე აქვს და ძლივს გადაადგილდება, ფიქრის უნარი ეკარგება.
გარბის სადარბაზოში, შემოსასვლელ ოთახში შუქი ანთია შველას ითხოვს, ადამიანი შუქს აქრობს და აიგნორებს.
შემორბის სახლში, გადის აივანზე, თვალებს აცეცებს აივანზე ხედავს ადამიანს, ვისგანაც ისევ შველას ითხოვს, ადამიანი ზურგს აქცევს, შედის სახლში და აივნის კარებს კეტავს.
დედა ისევ შედის სახლში და შვილის ატატებას ცდილობს, თითქოს ისევ ჩვილი იყოს და არ გამოდის. ვერ ერევა, სასწაულად მძიმეა… სამყარო თავზე ენგრევა.
სასწრაფოც იგვიანებს.
მერე ყველაფერი წუთებში მოხდა და ვიღაცისთვის საუკუნეა….
რა მწარეა ახლა ამ სიტყვების თქმა, რასაც ვიტყვი.
ჩემი ზვიადის ძმას ანევრიზმა დაემართა და ის შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა ბევრი რომ………………………………………………………………..
ადამიანებმა ყურები დაიყრუეს, თვალები დაივსეს, როცა უკურნებელი სენით დაავადებული, დამდნარი დედა განწირული დახმარებას ითხოვდა………………………………………..
ვფიქრობ და ერთი ციდა გამართლება მინდა მოვუძებნო ამ ამბავს….
მანამდე კიდევ მოხდა ის, რომ პირველად გამოძახებულმა სასწრაფომ არ გადაიყვანა საავადმყოფოში ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც თავის გაუსაძლისი ტკივილები ქონდა, გაუკეთეს გამაყუჩებლები და დატოვეს.
—-
მერე ახალგაზრდა ჩემი მაზლი გარდაიცვალა 10 დღიანი კომის შემდეგ.
მერე ჩემს დედამთილს კოვიდი შეხვდა და შვილის გაცილება უკანასკნელ გზაზეც ვერ შეძლო…
მიცვალებულის დასვენებასაც რომ ვერ ახერხებ სახლში ამ ამბების გამო.
ეკლესიაში დასვენებაა ერთადერთი გამოსავალი და აქაც გარიგება-ვაჭრობა….
არ მინდა სულ დავამძიმო ჩვენი ყოფით ადამიანები, მაგრამ დღეს რომ ვფიქრობ რაც გავიარეთ იმ დღეებში არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი…
ყველა გამომეკრიფა, ვისაც ველოდი … სიტყვას ველოდი “რამეში დახმარება გჭირდება?”
არ ვიცი რა ვთქვა მეტი.
არავისზე მწყდება გული. მაგრამ ძალიან კარგად ვხედავ, ზოგჯერ, ყველა იქ რომ ჩნდებიან სადაც ზედმეტიცაა ყოფნა და სადაც საჭიროა აიგნორებენ ათასი მიზეზის გამო…. ??
ასეთია ადამიანთა ხვედრი დედამიწაზე. ?? და რატომ?მიზეზ-პასუხი ბევრია. და გულისამრევი. ??
მაგრამ შეიძლებოდა….
მაგრამ
მაგრამ
მაგრამ
მაგრამ
—————————————-
ორი დღეა ვისმენ უამრავ ტრაგედიას. ადამიანებს უკვდებათ ერთმანეთი.
ბიძაჩემი დაიღუპა დღეს კოვიდით.
და კიდევ ბევრი მაგრამ არსებობს/////
არსებობს ეჭვი, რომ ბიძაჩემს სათანადოდ არ მიხედეს….
არსებობს ეს უბედური “შეიძლებოდა”
რომელიც ყველას დაგვღუპავს თუ დროზე სიყვარული არ გავაღვიძეთ….
ადამიანებო მეტი აღარ შეიძლება…
—
ჩვენ ერთ ჰაერს ვსუნთქავთ და ასე რატომ ვიმეტებთ ერთმანეთს?….
რად ვიქეცით???”- წერს სალომე ასათიანი.