ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში მარჯანიშვილის თეატრმა სპექტაკლი ”ვარდის სვირინგი” ითამაშა.
მოქმედება ვითარდება ლუიზიანაში, იტალიურ-ამერიკულ დასახლებაში. სატვრითო მანქანის მძღოლ როზარიო დელე როზეს პოლიცია კლავს კონტრაბანდის გადატანის დროს. მისი ცოლი სერაფინა საკუთარ თავში იკეტება და ქალიშვილ როუზსაც სახლში ჩაკეტვას აიძულებს. როუზი მაინც ახერხებს დედის კონტროლისგან თავის დაღწევას, სერაფინა კი გაიგებს მისი ქმრის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, თავად კი გაიცნობს იტალიელ მძღოლს.
ქუთაისში, მაყურებელმა სპექტაკლი გუშინ, 22 თებერვალს იხილა.
რეჟისორმა გიორგი კავილაძემ სპექტაკლი „ვარდის სვირინგი“, ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. პრემიერა გასული წლის 8 დეკემბერს შედგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ:
სერაფინა დელა როზა – ეკა ჩხეიძე
როზა დელა როზა – კესო ჯავახიშვილი
ასუნტა – ლილე ფილფანი / თამარ ბუხნიკაშვილი
ალვარო – ზურა ბერიკაშვილი
მამა ლეო – ზაზა იაქაშვილი / ონისე ონიანი
ჯეკ ჰანტერი – პაატა ინაური
ფლორა – ანა სანაია
ბესი – გვანცა კორშია
მის იორკი – ნინო წულაძე
ესტელა ჰოენგარტენი – ნინო გაჩეჩილაძე
“… ეს პიესა ყველაზე საინტერესო ეტაპზე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ისე უცებ გამიტაცა, დამატყვევა, მომაჯადოვა, როგორც იმ ქალმა, ვისაც ვუძღვნი მის დაბადებას!” – ამბობს რეჟისორი გიორგი კივილაძე.
ფოტო: მარჯანიშვილის თეატრი