LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვანში მცხოვრები თეონა სიმონია სამართალდამცველებს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს

დაპოსტა 2020/03/23-ში
214
ნახვა
გაზიარება

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თეონა სიმონია სამართალდამცველებს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს. თეონა სიმონიას თქმით, მისი მეუღლე 13 მარტს საბერძნეთიდან ჩამოვიდა, ის აეროპორტიდან სახლში გაუშვეს, 17 მარტს ღამით, ოჯახში შევიდა ვანის პოლიცია, ჩატარდა ჩხრეკა და 29 წლის შალვა სიმონია განყოფილებაში წაიყვანეს. მას ბრალად ვანში მარკეტის ყაჩაღობა ედებოდა.

“შემოვარდნენ ღამით, დაიწყეს ჩხრეკა, წაიყვანეს პოლიციაში. 18 მარტს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა, მას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. 19 მარტს ჩვენს ადვოკატს დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ დაკავებულმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. გავიქეცით სამტრედიაში, მოგვიანებით, გვითხრეს, რომ დაკავებული სამტრედიის საავადმყოფოში გარდაიცვალა”, -განაცხადა თეონა სიმონიამ.

მისი თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ნაჭდევი არ აქვს ყელის არეში, რაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

თეონა სიმონიას თქმით, მათ ორი არასრულწლოვანი შვილი ყავთ და მისი მეუღლე თავს არ მოიკლავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნოშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელა:

”მიმდინარე წლის 18 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული შ.ს. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ს.-მ ქალაქ ვანში, სუპერმარკეტ “მაგნიტის” მოლარე-ოპერატორს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ფული გასტაცა.
სამართალდამცველებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა შ.ს.-მ თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა.
თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გაზიარება86

დაკავშირებული -პოსტები

გორში მამაკაცი დაჭრეს – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

თებერვალი 15, 2026
188
მთავარი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
383
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 14, 2026
27
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული თ.ქ. და 1997 წელს დაბადებული ი.ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 14, 2026
22
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

თებერვალი 14, 2026
31
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და...

დაწვრილებითDetails

“სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ”- დაკავებულია მამა

თებერვალი 13, 2026
109
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს. "საქმეზე ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თებერვალი 13, 2026
99
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე: 1999 წელს დაბადებული ი.პ....

დაწვრილებითDetails

გურჯაანში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკვეს

თებერვალი 13, 2026
77
მთავარი

გურჯაანში პოლციამ 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარულ ბაზარში,  ცივი...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

თებერვალი 12, 2026
52
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე,...

დაწვრილებითDetails

“პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს” – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

თებერვალი 11, 2026
322
მთავარი

დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! - ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».