LIVE TV
პარასკევი, აგვისტო 12, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ვანის მუზეუმში პომპეის საგანძური გამოიფინება

დაპოსტა 2021/06/11-ში
გაზიარება

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით  გამოფენა – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის  მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება. მას შემდეგ, რაც 1748 წელს  პომპეის ისტორიის გაცოცხლება მისი აღმოჩენით დაიწყო, ის, როგორც კარგად შემონახული  ქალაქი, ანტიკური კულტურის  კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

2020 წელს, ათწლიანი სამუშაოების შემდეგ, განახლებული ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ პირველი დროებითი გამოფენა იქნება.  მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა  პომპეის არქეოლოგიური პარკიდან, მათ შორის ექსპონატები, რომლებიც პირველად ტოვებენ პომპეის.

ამ ქალაქის დიდებული წარსულისა და რომაული სამყაროსთვის დამახასიათებელი ცხოვრების მდიდრული წესის შესახებ მოგვითხრობენ: პომპეის სახელგანთქმული მხატვრობა, წარმოდგენილი კედლის ფრესკებით; მარმარილოს მინიატურული ქანდაკებები, როლებიც   პომპეის მდიდრული ვილების ეზოებს ამკობდა; ნატიფი მინის ჭურჭელი; ბრინჯაოს კანდელაბრები, ჭრაქები; რომაული პანთეონის ღვთაებათა და მითოლოგიურ პერსონაჟთა ბრინჯაოს ქანდაკებები ლარარიუმებიდან – ოჯახური სამლოცველოებიდან; საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის თიხის მრავალფეროვანი ჭურჭელი; ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი და ფუფუნების საგნები; ოქროს სამკაული. ფერფლით დაფარული, გაქვავებული ძაღლი და ადამიანები, მათ შორის,  ერთმანეთზე ჩახუტებული ცნობილი წყვილი, შეგვახსენებენ პომპეის ტრაგიკულ დასასრულს, რითაც ეს ქალაქი ისტორიაში შევიდა.

სიმბოლურია, რომ გამოფენას ვანი მასპინძლობს, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო სწორედ როგორც „ძველი კოლხეთის პომპეი“. Vani une Pompéi géorgienne ასე ეწოდება ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს, რომელიც 1995 წელს საფრანგეთში გამოიცა.  ვანი – ძვ. წ. VIII-I საუკუნეებში კოლხეთის სამეფოს მთავარი რელიგიური ცენტრი – ასევე სასტიკად იქნა განადგურებული, მაგრამ მტრის ხელით.  დღეს კი, ისევე როგორც პომპეიში, ვანის ნაქალაქარის ვრცელ ტერიტორიაზე განლაგებულ სატაძრო ქალაქის ნანგრევებს შორის სიარულით შეგიძლია დროში იმოგზაურო, ხოლო განახლებულ მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური არტეფაქტები ერთად გააცოცხლებენ ანტიკური სამყაროს ამ ორი გამორჩეული ქალაქის დიდებულ წარსულს.

აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანციოს, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები.

გამოფენის მხარდამჭერია თიბისი, BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

გამოფენის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.

შაბათს, 12 ივნისს 14:00 საათზე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ეწვევა, მას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე უმასპინძლებს.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ინტიმურ ვიდეოებს და ფოტოებს ნათესავებს უგზავნიდნენ | საგამოძიებო ჯგუფმა 5 პირი დააკავა

აგვისტო 12, 2022
4
მთავარი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის გამო, 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის...

დაწვრილებით

თურქეთის კლინიკაში  21 წლის გიორგი დიდებაშვილი გარდაიცვალა

აგვისტო 12, 2022
23
მთავარი

თურქეთის კლინიკაში  21 წლის გიორგი დიდებაშვილი გარდაიცვალა. გიორგი ლეიკემიას ებრძოდა. მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა. გიორგის 2021 წლის ზაფხულში მწვავე ლიმფობლასტური B ტიპის ლეიკემია დაუდგინდა. ახალგაზრდა ბიჭი ივანე ჯავახიშვილის სახელობის...

დაწვრილებით

ძმის ვერსიით, ქმარს ცოლთან შერიგება უნდოდა-ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

აგვისტო 12, 2022
100
მთავარი

სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში - "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ ყოფილი მეუღლის მერ ცოლის მკვლელობის დროს სახლში მათი 4 წლის შვილიც იმყოფებოდა. მოკლული შუშანა გორგაძის ძმა ყვება, რომ ყოფილი მეუღლე...

დაწვრილებით

მოტყუებით გაუშვით საქართველში დედა..-ემიგრანტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

აგვისტო 12, 2022
87
მთავარი

იტალიაში მყოფი ემიგრანტი, ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქართველ ემიგრანტ ქალს შვილი საქართველოში, ავტოკატასტროფაში დაეღუპა. “მოტყუებით გაუშვით საქართველში, დედა არასოდეს დაიჯერებს და უფალს ევედრებოდა ცოცხალი...

დაწვრილებით

ნიკეაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა | დაღუპულია ერთი ადამიანი

აგვისტო 12, 2022
981
ვიდეო

ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, როგორც თვითმხილველი გვიყვება ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევა ჟვანიას სკოლასთან მოხდა . მეგა ტვ დეტალებს არკვევს

დაწვრილებით

ატრაქციონზე მოძრავი ორი მატარებელი შეეჯახა | დაშავებულია 30 ადამიანი

აგვისტო 12, 2022
41
მთავარი

გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ბავარიის ქალაქ გიუნცბურგში მდებარე ლეგოლენდის გასართობ პარკში მოხდა. ერთმანეთს ატრაქციონზე მოძრავი ორი მატარებელი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები...

დაწვრილებით

ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი ე.წ. “შტირით” მოკლა

აგვისტო 12, 2022
51
მთავარი

სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში - ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. 50-წლამდე ქალი ე.წ. "შტირითაა" მოკლული. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ირკვევა, რომ კაცი მსხვერპლს ოთახში დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი...

დაწვრილებით

ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა-ოზურგეთში ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა

აგვისტო 12, 2022
720
მთავარი

მკვლელობა ოზურგეთში- ამ დილით ლესელიძის ქუჩაზე მოხდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით,  ცოლ-ქმარი მ.მ-სგან ნაქირავებ  ბინაში ცხოვრობდა.  კონფლიქტის დროს კი ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა.     ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი ე.წ. “შტირით”...

დაწვრილებით

ნამწვის სუნმა,გულის აჩქარებამ გამაღვიძა_მაკა სულაძე

აგვისტო 11, 2022
143
მთავარი

რიონის ხეობის ერთ_ერთი მცველი მაკა სულაძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "ეს კვამლი ამ წუთებში დავაფიქსირე, ნიკეას ბოლოა სავარაუდოდ. რადგან ჰაერი დაიწმინდა გამონაბოლქვისგან კერაც გამოჩნდა. ოთხის ნახევრიდან შემოთენებამდე რამდენიმე უბანში...

დაწვრილებით

როგორი რუსიც არ უნდა იყოს,უთხარით წავიდეს თავის რუსეთში_მანანა აბჟანდაძე

აგვისტო 11, 2022
53
მთავარი

"ეს უკვე მეტისმეტია. გაივსო თბილისის , ბათუმის, ქუთაისის ქუჩები რუსებით. დიახ, როგორი რუსიც არ უნდა იყოს , უთხარით მას, რომ წავიდეს თავის რუსეთში. ჩვენ, ქართველებს არ გვინდა რუსი ოკუპანტები ჩვენ...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

უფრო სიმბოლური ისაა, რომ ეს ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა-ნიკა გვარამია

ნოემბერი 19, 2021
198
ყველა სიახლე

მთავრობამ იმიტომ მოგვცა ის 4 თვე შეღავათი რომ ახლა ამიოღონ – ბიზნესისთვის დენის ტარიფი გაძვიდა

თებერვალი 5, 2021
85
პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე ქუთაისში საბანკო სფეროში დასაქმებულებს შეხვდა

აგვისტო 10, 2020
164





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!