ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ათი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის ვანის მკვიდრი 75 წლის ქალი, მისი მეუღლე და სიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ექიმის განმარტებით, ათი პაციენტიდან ოთხი მძიმეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამ ახალ პაციენტს უკვე აუღეს ანალიზები და ლაბორატორიაში გაგზავნეს.