„ერთმა პირმა უკვე გამოთქვა სურვილი მოაწყოს ე.წ სტეკლოტარის კვეთაზე მისწისქვეშა გადასასვლელი“-ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთავაძემ ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით ინვესტორის სურვილია ადგილზე სწრაფი კვების ობიექტი მოაწყოს, ხოლო თავად უშუალო გადასასვლელის ნაწილი ანდერგრაუნდ სივრცედ მოეწყობა. იდეამ სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში გაიმარჯვა. მოიხატება კედლები, ადგილზე შესაძლებელი იქნება გამოფენების, საქველმოქმედო ღონისძიებების, პერფორმანსებისა და საჯარო ლექციები მოეწყოს.