ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სანამ დასკვნას არ მივიღებთ“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ცნობილია, რომ შემთხვევას წინ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება უძღოდა.