,,მეგობრებო, ეს ლამაზი კაცი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ექიმი როსტომი კურტანიძე, კაცი რომელმაც გადაარჩინა ჩემი ძმა.
მისთვის ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა და გმირობად არ მიიჩნევს მაგრამ მან მხოლოდ ჩემი ძმა არა , ასევე ჩემი მშოლები და მთლიანად ჩვენი ოჯახი გადაარჩინა.
მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მას და მთლიანად განყოფილებას, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და 24 ქულიანი დაზიანებით გამოიყვანეს მდგომარეობიდან.
მაპატიეთ რომ სიტყვები არ მყოფნის იმ მადლიერების გამისახატად რასაც თქვენ იმსახურებთ.
მეამაყება რომ ჩვენს ქვეყანას ყავს თქვენნაირი შვილები, მადლობა თქვენს მშობლებს, უფალი გფარავდეთ ბატონო როსტომ.”- წერს სოციალურ ქსელში ზაზა სეხნიაშვილი.