ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საშინელებას, რომ ზოგადად ტოტალურად, განურჩევლად ყველას უსმენენ – აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სუს-დან გაჟონილ ფაილებთან დაკავშირებით.
“ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ეს ალბათ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ” – ამბობს მეუფე გრიგოლი.
მიტროპოლიტმა დღეს მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.