“ფიფლ ინ ნიდ”-მა , მის პარტნიორი ორგანიზაციებთან ერთად პროექტის ” სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” შედეგების პრეზენტაცია გამართა. პროექტი საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდებოდა.
მისი მიზანი ადგილზე, რეგიონებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ საინფორმაციო მაგიდების შექმნა იყო. მათ ადგილზე კოორდინირებას სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უწევენ.
მოთხოვნის შემთხვევაში კოორდინატორები: ფერემერებს, მეწარმეებს თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირებს იმ ინფორმაციას მიაწვდიან, რაც მათ ევროპის ბაზარზე შესვლისათვის სჭირდებათ. პროექტის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც თბილისში გაიმართა საქართველოში ევროკავშირისა და ჩეხეთის ელჩები , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.