საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ედისონ რისერჩი” გამოკითხვის შედეგებს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„ედისონ რისერჩის გამოკითხულ ქართველთა 60%-ს სურს, რომ ქვეყანაში დავბრუნდე. ეს ფენომენალური შედეგია ამდენხნიანი ტყუილებისა და იმიჯის შელახვის შემდეგ. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს ეშინია იმის აღიარების, რომ მხარს მიჭერენ“ – განაცხადა სააკაშვილმა.
დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...










