ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 58 586 500 ლარით განისაზღვრა.ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ მერიას უკვე გადაუგზავნა. მერიამ ტექნიკური შენიშვნების შესწორების შემდეგ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც დოკუმენტი სხდომაზე დასამტკიცებლად გავა. მეგა ტვ-ს ჟურნალისტი 2021 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს შალვა კამლაძეს ესაუბრა, რომელიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებს ბიუჯეტში შეტანილ პროექტებს, ვრცლად ნახეთ სიუჟეტში
იმერეთში „წითელი ნუსხაში” შეყვანილი წაბლის ჩეხვის ფაქტი დადსტურდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში, ობჩასა და საწაბლეში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო...







