LIVE TV
შაბათი, დეკემბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს ექიმები – მედია-ვარსკვლავებად იქცნენ – რას წერს უცხოური მედია საქართველოზე

დაპოსტა 2020/03/21-ში
5.3k
ნახვა
გაზიარება

საინფორმაციო ვებგვერდი Eurasianet საქართველოს კორონავირუსზე რეაგირებისთვის აქებს. სტატიაში სახელწოდებით „საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის“ ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პროფესიონალი ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინა და ამით ხალხის ნდობა მოიპოვა.

„კორონავირუსთან ერთად, საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონია – ნდობა მთავრობის მიმართ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 20 მარტისთვის 44-ს მიაღწია ნულოვანი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ბევრი დამკვირვებლისთვის, თუნდაც დიდი ხნის კრიტიკოსისთვის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა რაღაცას სწორად აკეთებს: უკან გადგა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს აცადა სიტუაციის სადავეების ხელში აღება“, – წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ეპიდ-აფეთქების შესაკავებლად მთავრობამ მყისიერი და ძალიან დროული ზომები მიიღო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული საზოგადოების შემეცნების კამპანია.

„ყოველივე ეს გონივრულად და დროში გაწერილი ნაბიჯები ხორციელდებოდა იმის შედეგად, რომ მთავრობამ ეს საქმე მიანდო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერის საუკეთესო სპეციალისტებს: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს პაატა იმნაძეს, ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს და ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას.

ეს ექიმები – განსაკუთრებით ეზუგბაია – მედია-ვარსკვლავებად იქცნენ, რადგან ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას თითქმის ყოველი საათის ბოლოს და უახლეს მონაცემებს აჟღერებდნენ არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი რაოდენობის, ინფიცირების წყაროს, ვირუსის გავრცელების ტრაექტორიის და ყველაზე საჭირო ქმედებების შესახებ. ეს ხდებოდა სწრაფი განვითარების მქონე სიტუაციის ყოველ ეტაპზე“, – წერს ავტორი, ჟურნალისტი გიორგი ლომსაძე.

მისი თქმით, საქართველომ მთელი თავისი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა ეპიდემიის ძალიან ადრეულ სტადიაზე შეკავებას მოახმარა, რაც უფრო შეძლებულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ.

საქართველოში კორონავირუსი 48 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

გაზიარება4146

დაკავშირებული -პოსტები

თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა

დეკემბერი 12, 2025
921
მთავარი

მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს უქმეებზე

დეკემბერი 12, 2025
67
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ერთიანი ბაზა

დეკემბერი 12, 2025
80
მთავარი

ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის – ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში

დეკემბერი 12, 2025
568
მთავარი

ავარია სოფელ მუხაესტატეში, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.

დაწვრილებითDetails

გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და განვაახლეთ გამოძიება – ირაკლი კობახიძე

დეკემბერი 12, 2025
24
მთავარი

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის

დეკემბერი 12, 2025
56
მთავარი

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის-NAT250019855 მერიამ უკვე ჩაიბარა დეკორაციები და განათებები, მიწოდება შპს "დანდი"-მ უზრუნველყო ასევე წყალტუბოს მერიამ  3250  ლარი გამოყო ფეიერვერკის შესყიდვის მიზნით. 

დაწვრილებითDetails

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს

დეკემბერი 12, 2025
28
მთავარი

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს ტენდერი უკვე გამოცხადებულია(NAT250020911). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24`575 ლარია სასაჩუქრე ნობათი უნდა  მოიცავდეს  შემდეგი სახის პროდუქტს: 1) ქათამი გაყინული 2) ზეთი 3)...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’ იხსნება

დეკემბერი 12, 2025
13
მთავარი

13 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იხსნება ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’. „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ის ევროპის კულტურული კონვენციის,...

დაწვრილებითDetails

კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ 300 მეტრიან ახალ მონაკვეთს აშენებს

დეკემბერი 12, 2025
38
მთავარი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიასტერიტორიაზე, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენი ბუნებრივი აირით სამეგრელოს რეგიონს ამარაგებს. მილსადენის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

დეკემბერი 12, 2025
368
მთავარი

დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 29 წლის სერგი შტააძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.   ახალგაზრდა კაცის ცხედარი დიდ დიღომში გუშინ იპოვეს. ის სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».