თბილისში დღეს კავკასიის ერების ერთობის დღე დაფუძნდა.
კოვიდრეგულაციების გამო დღე მოკრძალებულად აღინიშნა.
,,ბევრმა ვერ შეძლო მოსვლა მაგრამ ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა!
გილოცავთ! კავკასიელ ერებთა ერთობის დღე დაფუძნებულია!
მალე ავტვირთავთ ფოტო ვიდეო მასალას ოფიციალურ გვერდზე!”-ამცნო საზოგადოებას ,,მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის” თავმჯდომარემ ლადო გამსახურდიამ.
უფრო ადრე კი წერდა:
,,მე ვიცი რომ ძნელია და კავკასიის ერთობის ნარატივით ქართველებს ვერ შეკრიბავ, მაგრამ მთელი მუღამიც იმაშია, რომ ჩვენ არ ვჩერდებით და ხვალ მაინც ჩავატარებთ და დავაფუძნებთ “კავკასიის ერებთა ერთობის დღეს”.
ეს დღე, 19 სექტემბერი გახდება უკვდავი, მის აღნიშვნას დაიწყებენ ოდესმე მთელი კავკასიელი ერები, დადგება დრო ყველა კავკასიელი მსოფლიო მასშტაბით დაიწყებს ჩამოსვლას საქართველოში ამ ბრწყინვალე დღის აღსანიშნავად!
შეიძლება მე ჩამთვალოთ მეოცნებედ, მაგრამ აბა გაიხსენეთ სულ ერთი წლის წინ ვინმეს ახსოვდა კავკასიის თემატიკა?
დღეს დროშა, გერბი საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც უკვე თითქმის მთელმა კავკასიამ იცის.
ჩვენ შევკრავთ კავკასიურ “მრგვალ მაგიდას” და სწორედ ამ მაგიდასთან სახალხო დიპლომატიით გადაწყდება კავკასიის ერებს შორის არსებული კონფლიქტები, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბედი.
(რათქმაუნდა სამომავლოდ)
ვცდილობთ, ვწვალობთ, ვჯახირობთ და ვეჭიდებით დიდ საქმეს შიშველი ხელებით, მაგრამ ცხოვრებას სხვა უფრო დიდი ხიბლი ვერ დავუნახე ვიდრე საკუთარი სამშობლოსა და ერის სიყვარული.
მიუხედავად ჩემი ფათერაკიანი ცხოვრებისა არ მინახავს უფრო დიდი სულიერების ადამიანი, ვიდრე თავისი ქვეყნის პატრიოტი.
პ.ს. მინდა ცხოვრების მეგობრები მყავდეს პატრიოტები, მათ იციან ფასი უღალატო მეგობრობის.”-წერს ლადო გამსახურდია.