პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერი გახდება, ეს დააზიანებს საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღვოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.