ეს არის ტრიუკი და აუცილებლად გააძვირებენ მგზავრობის საფასურს – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა ქუთაისის საკრებულოში ბექა ქვაჩაკიძენ განაცხადა. მან ქუთაისის მერიის წინ ავტობუსის ტარიფის გაზრდა არ გაზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
”ქალაქის მერს კონტაქტი არ აქვს თავის თანამშრომლებთან, გუშინ ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა გიორგობიანმა განაცხადა რომ, ტრასნპორტის საფასური თვის ბოლოს საკრებულოზე გავა და 10 თეთრით გაძვირდება. მე ვფიქრობ ”ქართული ოცნებისთვის” ეს ტრიუკი და შემდეგ სიტყვების შეცვლა არ არის პირველი. მათ გატესტეს ეს თემა, წამოვიდა უამრავი ადამიანის პროტესტი და ამიტომ უნდათ რომ ადამიანები დაამშვიდონ. ეს არის ტრიუკი და აუცილებლად გააძვირებენ, რადგან მათ უნდათ ამ თანხით იმ აქტივისტებს გადაუხადონ ხელფასები, რომლებიც ამ შპს-ში დაასაქმეს.” – განაცხადა ქვაჩაკიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა განაცხადა რომ ავტობუსით მგზავრობის საფასური შესაძლოა 50 თეთრი გახდეს, ეს გადაწყვეტილება კი საკრებულობ თვის ბოლოს უნდა დაამტკიცოს, თუმცა დღეს მეროის პრესსამსახყრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ მგზავრობის საფასური არ გაიზრდება და ის კვლავ 40 თეთრი იქნება.