არის რაღაც წინასაარჩევნო მაიმუნობა და წ ჭ , – ასე აფასებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხს.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ჭაკუა არც იმალებოდა და მისი ექსტრადირება პრობლემას არ წარმოადგენდა.
„ეს, რა თქმა უნდა, არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ვითომ ისევ ებრძვიან წინა ხელისუფლების დამნაშავე პირებს და რა თქმა უნდა, ჭაკუა ჰყავდათ შემონახული, რომ წინასაარჩევნოდ ჩამოეყვანათ, თორემ არც იმალებოდა. ეს არის წინასაარჩევნო ამბავი, თორემ ამდენ ხანს რა უნდოდა მის ექსტრადიციას. შეეძლოთ, ძალიან მარტივად გაეკეთებინათ, მაგრამ არჩევნებისთვის… ჭაკუა ყველას გვესმოდა ყოველთვის, როგორც ადამიანთა მწამებელი და მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, ალბათ, ღამე ვერ დავიძინებდი, ვიდრე ადამიანების, პატიმრების მწამებელს არ გამოვამწყვდევდი ციხეში და არ მივუზღავდი კუთვნილ სასჯელს. ეს არის რაღაც წინასაარჩევნო მაიმუნობა და მეტი არაფერი”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას ექსტრადიცია განხორციელდა.