სპეცრაზმის მობილიზაცია იყო წუხელ იმერეთშიც – ამის შესახებ ინფორმაციას გვიან ღამით ,,მთავარი არხი” ავრცელებდა. მათი ცნობით რეგიონში ე.წ. შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული და არ იყო გამორიცხული ისინი გამთენიას სამეგრელოში გადაეყვანათ სადაც ე.წ. სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს. ხელისუფლება ზუგდიდში იარაღის საწყობის “აღმოჩენას” გეგმავს – წერდა ,,მთავარი არხი”.
ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის რაც დღეს ხდება, ხელისუფლების შიშს აჩვენებს.
ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ტერორი დათესონ და ისტერია ეტყობათ ხმაში. ეს არის შიში, რომ დანამდვილებით იციან, რომ წაგებული აქვთ ზუგდიდი, ქუთაისი… რასაც ისინი აპირებენ სამეგრელოში, ეს არის დასასრული და იქნება დასასრული და წერტილი ამ ხელისუფლების. ყველა სამართალდამცველს უნდა ესმოდეს, რომ უკანონო დავალების შესრულება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, – ამბობს ხატია დეკანოიძე.









