2 აგვისტოდან ესტონეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება ისევ სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყების ცნობით, მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვის მატებაა, რის გამოც საავადმყოფოები გადატვირთულია.
მანამდე პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი 2 ივნისს გაუქმდა.
ამასთან, 2 აგვისტოდან მასობრივ ღონისძიებებზე დამსწრეთა რიცხვი 500 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს, ღია ცის ქვეშ – 1500-ს.