22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავეებს ბრალს სავარაუდოდ დაუსწრებლად დღეს წარუდგენენ. აკო ჭელიძეს და ნიკა კავილაძეს შსს ამ დრომდე ეძებს.
ივერი ჭელიძე კი აკო ჭელიძესთან ახლო ნათესაურ კავშირს უარყოფს:
ნათესავია, მაგრამ ჩემი ძმის შვილიშვილი არ არის…ესეთი დანაშაული არ ვიცი რატომ გააკეთა, რატომ ჩააგდო ჩვენი ოჯახი და გვარი ასეთ მდგომარეობაში – ამბობს ჭელიძე.
შეგახსენებთ, მკვლელობა ვერაზე 15 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულები ანჯაფარიძის ქუჩაზე ნაქირავები ავტომანქანით მივიდნენ, კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ და მას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.
შსს-მ დანაშაული გახსნილად გუშინ, 18 სექტემბერს გამოაცხადა. უწყება 2 ბრალდებულს ეძებს.