,,რუსული სპეცსამსახურების კვალი ჩანს ამ მკვლელობაში. ბოლო ჟამს გააათმაგეს ტრადიციული ძალისხმევა დასავლეთის თვალში ქართველობის ველურებად წარმოსაჩენად.
ამიტომაც ქოქავენ აქ ქაოსს და არაადეკვატურობას პოლიტიკასა და ყველა სფეროში.
არა ბიჭო, შემთხვევითობის კასკადია ვიდვორდიდან და სმიტებიდან დღემდე! მოკლედ, ეგენი არაფრად გვთლიან და ნებით არ შეგვეშვებიან, გამოსავალი საერთაშორისო გამოძიებაა აშშ-ს სპეცსამსახურების მონაწილეობით.
„ერთმორწმუნეებს“ მხოლოდ ამერიკის რიდი აქვთ და მხოლოდ ასე შეიძლება მათი კუპირება.
გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამერიკის ელჩი არ იუარებს. ოღონდ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააჟღეროს ეს.
ასეთი მაღალი რანგის გამოძიება კი, შეუდარებლად გაზრდის ჩვენ დაცულობას და არჩევნების სტაბილურობასაც წაადგება. ასე რომ, გელოდებით ბატონებო!”-წერს სოციალურ ქსელში მირიან მირიანაშვილი.