„ამჟამად ჩვენთან დადასტურებული გახლავთ 38 შემთხვევა, 29 გაწერილი გვყავს ისინი გამოჯანმრთელებულები არიან. ამ 38 -დან 2/3 მაინც არის ფილტვების ანთებით პნევმონიით, 6 მძიმეა ძალიან, 1 კრიტიკული ანუ საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე თანდათანობით იმიტომ, რომ ახლა ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა, პნევმონიები უფრო მეტია. თავიდანაც იყო პნევმონიები საშუალო სიმძიმის. ზოგადად ბევრი არის უკვე, მომატებაა, დღევანდელ მატებას ვერ გეტყვით აღებულია ანალიზები ბევრი ჩვენთან, ბევრი დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პასუხები დღის ბოლოს იქნება“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ.
ფესტივალზე 145 ადამიანს შპრიცით უცნობი პრეპარატები შეუყვანეს – რას წერს მედია
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუსიკის ფესტივალზე 145 ადამიანს უცნობი პირები ნემსებით დაესხნენ თავს. ასზე მეტი შემთხვევა საფრანგეთის ერთ-ერთ მუსიკის ფესტივალზე მოხდა, რომელიც ღია ცის ქვეშ იმართებოდა. პოლიციას 145-მა პირმა...