საშა 2008 წელს აგვისტოს ომის გაშუქების დროს თავის კოლეგასთან და მეგობართან გიგა ჩიხლაძესთან ერთად დახვრიტეს ოსებმა.
ისინი მანქანაში ჩაცხრილეს ცხინვალის ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოზე. ერთიცა და მეორეც საკუთარ საქმეს აკეთებდა.
ერთიცა და მეორეც შეეწირნენ საკუთარ პროფესიას და ხალხის ინტერესს. მაგრამ…დღეს ცოტას თუ ახსოვს მათ შესახებ.
თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ცოტას თუ აინტერესებს მათი ოჯახი. ერთჯერადი 10 000 ლარიანი დახმარებით ამოიწურა მათი დამსახურება ქართული სახელმწიფოსთვის.
ამჟამად გარდაცვლილის შვილები თვეში 100-ლარს იღებენ, როგორც მარჩენალ დაკარგულები, სხვა რაიმე სახის დახმარება ოჯახს არ მიუღია.
ორივე დახვრეტის წინა დღეს ვნახეთ, მე და ნოდარ ცხვირაშვილმა, სადღაც კარალეთის მისადგომებთან, ლიახვის ხეობაში მიდიოდნენ.
#რუსეთიოკუპანტია- წერს ირაკლი მანაგაძე.