მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები ამ კვირის ბოლოდენ დაფიქსირდება, -ამის შესახებ განცხადება “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეპიდემია გაფართოვდება.
“ველით, რომ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები, დიდი ალბათობით, უკვე ამ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზრდა იყოს მინიმალური, ანუ მინიმიზაცია გავაკეთოთ ახალი შემთხვევების”, – განაცხადა გამყრელიძემ.