LIVE TV
პარასკევი, ივნისი 2, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ახალი ამბები საზოგადოება

ემზარ კვიციანის ძმის შვილის მეგობრის მკვლელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

დაპოსტა 2019/11/16-ში
გაზიარება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება ითხოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი, შოთა მანელიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არამართებული იყო, შესაბამისად ის დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

საქმის პროკურორმა დაასაბუთა თუ რატომ მოითხოვა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

„არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მიიმალა და 3 დღის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. გარდა ამისა, აქ არის მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა, რაც ასევე დასაბუთებულია, ვინაიდან არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი. მოწმეებთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს ზემოქმედება. კიდევ ერთი არგუმენტაცია, საფუძველი იმისა, რომ მას შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გახლდათ ის, რომ არის რისკი და საშიშროება, რომ იგი გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას“, – განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

თეგები: ბექა კვიციანიემზარ კვიციანიმკვლელობა
გაზიარება90

დაკავშირებული -პოსტები

“ამგენს კარები უნდა აუჭედო სუყველას”-ქუთაისის საკრებულოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

ივნისი 1, 2023
30
ვიდეო

ქუთაისის საკრებულოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. რამდენიმე თვიანი ბოიკოტის შემდეგ სხდომას ეწრებოდა ოპოზიციური ფლანგი. მათ ერთ-ერთ საკითხად  სოციალური საცხოვრისის მდგომარეობა , გახანგრძლივებული სარემონტო სამუშაოები და იქ შესახლებულთა მდგომარეობა დააყენეს ....

დაწვრილებით

რას აკეთებს ჭითურის მერია მიუსაფარი ძაღლებისთვის

მაისი 31, 2023
278
მთავარი

ა(ა)იპ ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის მიერ  მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის იზოლირების , იდენტიფიკაციის საჭდით უზრუნველყოფისათვის, ასევე დეჰელმენტიზაციის , ვაქცინაციის სტერილიზაცია/ კასტრაციისათვის (საჭიროების შემთხვევებაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში განათავსებისათვის )...

დაწვრილებით

“ვაი გოგიტა შენ დედას”-ვანში 22 წლის ახალგაზრდას ემშვიდობებიან

მაისი 30, 2023
7.9k
მთავარი

"ვანის შემოსასვლელში მოხდა ავარია არის მსხვერპლი 22 წლის ბიჭი :( ვუსამძიმრებ ოჯახს " როგორც მოქალაქეები წერენ გარდაცვლილი გოგიტა ოჩხიკიძეა, სოფელ ბზვანიდან.

დაწვრილებით

“ხალხო ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის”-რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

მაისი 29, 2023
132
მთავარი

"2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც !!! 27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე...

დაწვრილებით

“ნუ დალევთ საჭესთან და ნუ გაამწარებთ ოჯახებს”- რა შემთხვევას იხსენებს მოქალაქე

მაისი 29, 2023
140
მთავარი

"წუხელ თანამშრომელი დავტოვეთ სახლში ,უკან ვბრუნდებოდით და 100 მეტრით წინ შემხვედრ ავტომობილს ავარია შეემთხვა და არხში გადავარდა.სიჩარეს მოვუმატე წამში გავაჩერე ავარიულად .არცერთი წამი არ მიფიქრია თუ რა შეიძლებოდა მომწეოდა,მეც გადავევლე...

დაწვრილებით

ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი ნახეს

მაისი 27, 2023
101
მთავარი

ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ათენში, “ილიონის” უბანში, ქართველი ემიგრანტი ქალი, ლიანა კოზაშვილი გარდაცვლილი იმ ოჯახში ნახეს, სადაც მუშაობდა. გარდაცვლილი ქალი 70 წლამდე ასაკისაა. „გარდაცვლილი...

დაწვრილებით

მეუფე შიომ პრემიერს გელათის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხდა

მაისი 27, 2023
39
მთავარი

მეუფე შიო ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. პატრიარქის მოსაყდრე, რომელიც მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება, დღეს გელათის საბჭოს შეკრებაზე, ტრიბუნასთან დადგა და მთავრობის მეთაურს პატრიარქის სახელით მადლობა გელათის გადარჩენისთვის  გადაუხდა. მე დღეს მინდა ვისარგებლო...

დაწვრილებით

“გიო ვინ გაგიმეტა ასე…”- ახლობლები მოკლულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

მაისი 27, 2023
2k
მთავარი

მოქალაქეები 20 წლის ახალგაზრდის მკვლელების  კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ათდღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროელი ბიჭის ცხედარი ლეღვაში ტყეში დამარხული იპოვეს. მკვლელმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა.  სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებით

წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა

მაისი 27, 2023
737
მთავარი

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული - წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან. უბედური შემთხვევა წალკაზე გამავალ საერთაშორისო სარკინიგზო მონაკვეთზე გუშინ მოხდა. ინფორმაციას დაღუპულის შესახებ...

დაწვრილებით

ტრაგედია წალკაში-ბავშვი ტბაში ჩავარდა

მაისი 27, 2023
493
მთავარი

ტრაგედია წალკაში - 3 წლის ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ტბაში დაიხრჩო. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

არასრულწლოვნის სავარაუდო სექსუალური შევიწროვების საქმეს მანდატის ფარგლებში შევისწავლი-ომბუდსმენი

მაისი 7, 2023
115
მთავარი

ვერ ვიჯერებ შენი მომღიმარი სახე გაყინულია | ტრაგედია ჩოხატაურში

სექტემბერი 26, 2022
375
მთავარი

მარტვილში წირვის ჩატარების დროს, ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული

მარტი 14, 2021
203





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!