სოციალურ ქსელში ავთო გოგიჩაიშვილი კახი კალაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება.
თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობა განვითარებულ თბილისს ჩამორჩება და მისი მოდერნიზება უნდა მოხდეს.
ყველა ხვდება რომ ელიავაზე მაშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები იქ დასაქმებულ ადამიანებზე უარყოფითად აისახება.
“ელიავას ბაზრობის” მოვაჭრეებო, რა დაგემართათ?
რა ნაცემი ლეკვებივით წკმუტუნებთ?
გეშინიათ?
მიშას დროს რა გორლაზე იყავით, გახსოვთ?
ბიძინას რომ მიასწარით თავისუფლების მოედანზე, მოვიდა ჩვენი დროო,
საკასოები აღარ დაგვჭირდება, განვთავისუფლდებით ამ მტარვალებისგანო, სახელმწიფოსაც არაფერს გადავუხდით და რასაც ვივაჭრებთ, ბოლო თეთრამდე ყველაფერს სახლში წავიღებთო, გახსოვთ?
ახლა საერთოდ აახვიეთ მანდედანო?
ნწ, ნწ, ნწ…
თან ასეთ დროს, ამ გაგანია ხუნაგის ზეობის დროს.
ასე იცის დაუნახავობამ და სიხარბემ!
მარტო ნავაჭრის სახლში წაღება რომ აინტერესებს კაცს და ქვეყანა კიდია, ვერც ნავაჭრს წაიღებს და თავსაც დაკარგავს ქვეყანასთან ერთად.
დაიმახსოვრეთ ეს წინასაარჩევნო შეგონება.”-წერს სოციალურ ქსელში ავთო გოგიჩაიშვილი.