რეჟისორი ქეთი დოლიძე თვლის, რომ მთელი საქართველო თბილისშია, რაც ძალიან არ მოსწონს.
რეჟისორს სურს, რომ ელიავას ბაზრობის “დაბუდებული ხალხი” დაბრუნდეს სოფელში.
“მე არ დავდივარ საერთოდ ელიავაზე, მაგრამ ნახეთ ერთი რა ხდება, ერთხელ გაგეკეთებინათ რეპორტაჟი და ნახავთ, თუ არ დაგემალებიან. რას აკეთებენ ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი, რატომ არ მიდიან თავის სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან სოფელს, რატომ?!
როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში?! მთელი სოფელი ჩამოვიდა და ნახევარი დგას ელიავას ხიდის ქვეშ, ეს წარმოუდგენელია, არაფრით არ შეიძლება…”-განაცხადა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში.