“მე გავიზარდე ოჯახში, სადაც მასწავლიდნენ, რომ ჩემი ფული უნდა მქონოდა, თუ მსურდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და არავის დავეჩაგრე.
ფინანსური მდგრადობა და თავის გატანის უნარი ჩემთვის ბავშვობიდან არის დამოუკიდებლობის ფუნდამენტური, თუმცა არა ერთადერთი პირობა.
ერთხელ, ასე 21 წლის ვიქნებოდი, სახლში დავაგვიანე და მამაჩემმა მითხრა, რომ თუ მისი წესებით ცხოვრებას არ ვაპირებ, ეს მისი სახლია – აქ მისი წესები მოქმედებს, და თუ ჩემებურად მინდა, უკვე მაქვს მასზე მაღალი შემოსავალი და ცალკე გადავიდე.
იმ ღამესვე წავედი – ჯერ მაგრად შევაშინე ყველა, იმიტომ რომ მამაჩემი ძალიან მიყვარს, მეწყინა – გავქრი და ვერ მპოულობდნენ. დილას მშრალ ხიდზე წავედი და ბინა ვიქირავე. მამაჩემი მოვიდა და დამეხმარა ჩემი სახლი მომეწყო – ატმორი დამიყენა, შემიღება რაღაცეები, გამილამაზა.
ჩემი სახლი იყო, მე ვიხდიდი და მე გამილამაზა – რასაც მინდოდა, შიგ იმას ვიზამდი – იმიტომ რომ იქ ჩემი წესები მოქმედებდა და არა მამაჩემის.
გუშინ ლელოს წარმომადგენელ ქალს ვუსმენდი, რომელიც გირჩის წარმომადგენელ კაცს ავალდებულებდა wannabe პოლიტიკოსი ქალები ფინანსურად შეინახოს.
როცა ამას ამბობდა, შუბლზე მორბენალი სტრიქონი მოუჩანდა – “აი მამუკა ხაზარაძეს შეუძლია რომ ქალები დაგვაფინანსოს, შენ შეგიძლია?!”
ვუსმენდი და ბებიაჩემის ძეგლი მედგა თვალწინ – დიდებული, ლამაზი, ჭკვიანი, თავისუფალი!
სასტიკად მომინდა ცოცხალი ყოფილიყო და ერთად გვეცინა სევდიანად იმ უბედურ ქალზე, რომელიც დღესაც ვერ ხვდება, რომ იმიტომ ჩაგრავდნენ, ჩაგრავენ და დაჩაგრავენ, რომ თავს კაცის შესანახად მიიჩნევს – პოლიტიკაშიც.
ეკონომიკამ განაპირობა ქალების მეორეხარისხოვანი როლი.
ეკონომიკამ განაპირობა კაცების და ქალების ევოლუციური ქცევა.
მეცნიერულ ტექნიკურმა რევოლუციამ ეკონომიკა შეცვალა, ქალები გაგვაძლიერა და მეტი შესაძლებლობა მოგვცა, ეს პატრიარქალური წესრიგი მოვშალოთ.
მაგრამ ეს წესრიგი მოშლის ნაცვლად, მხოლოდ გამყარდება, თუ კაცებმა აგვარჩიეს და კაცებმა შეგვინახეს – კვოტებით.
ლელოს წარმომადგენელი ერთერთია იმ ლეგიონერი ქალებიდან, რომლებიც სწორედ ქალების მჩაგვრელ წესრიგს ამყარებენ და ქალების ემანსიპაციას აფერხებენ.
ის არა პოლიტიკოსი, არამედ მურკაა, რომელსაც ხაზარაძე მორჩილების ნიშნით არჩევს და ამავე ნიშნით ინახავს.
თანასწორობა მაშინ დამყარდება, როდესაც ასეთი ქალები უმცირესობაში იქნებიან.” – წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი