ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის, ევროპული საბჭოს მოდელირება ქართულ ინივერსიტეტში, ,,SANGU” -ში ჩატარდა. მოდელირებულ სამიტში საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ უფროსკლასელები ჩაერთნენ.
მონაწილეებმა ევროპულ საბჭოში შემავალი სახელმწიფოების პირველ პირები წარმოადგინეს, რომლებმაც საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს.
მოდელირებულ სამიტს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის სალექციო კურსის ხელმძღვანელი, განათლებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თამარ თოლორდავა უძღვებოდა.
შეხვედრ პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა