2020 წლის 17 და 18 თებერვალს ევროპის ფონდი დასავლეთ საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს მისი მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში ფონდი დაინტერესებულ ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსების პირობებსა და კრიტერიუმებს გააცნობს. ამას გარდა, გრანტის მიღებით დაინტერესებულ სსო-ებს საშუალება ექნებათ ფონდის წარმომადგენლებს საკუთარ საპროექტო იდეასთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვები დაუსვან.
ქუთაისი – 17 თებერვალი, 11:00, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, წერეთლის ქ. N69